საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ თემურ კობახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია "ტექსტი და მისი ინტერპრეტაცია"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტი 2023 წლის 25 მაისს გამართავს პროფესორ თემურ კობახიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას

ტექსტი და მისი ინტერპრეტაცია

კონფერენცია ინტერდისციპლინარულია და მიესალმება მოხსენებებს, რომლებიც შეეხება:
ტექსტის ინტერპრეტაცია ლიტერატურათმცოდნეობაში;
ტექსტის ინტერპრეტაცია სხვა მწერლების ნაწარმოებებში;
ტექსტის ინტერპრეტაცია ხელოვნების სხვადასხვა დარგში (თეატრი, კინემატოგრაფი, ბალეტი და სხვ.);
თარგმანი, როგორც ტექსტის ინტერპრეტაცია.


თეზისების (100 სიტყვამდე) გადმოგზავნის ბოლო ვადაა  2023 წლის 1 მაისი.


საკონტაქტო ელ. ფოსტა: textandinterpretation@gmail.com
საკონტაქტო პირები: პროფესორი მანანა გელაშვილი; დოქტორანტი ლიზი ძაგნიძე


კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი.
მსჯელობა – 5 წუთი.


კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება. მოხსენებები სრული სახით უნდა წარმოდგენილი იყოს მაისის ბოლომდე.
სტატიების კრებული განთავსდება თსუ-ს ბიბლიოთეკის რეპოზიტორზე.


სტატიის გაფორმების წესი იხ. დანართში.

თარიღი: 22/02/2023